გერმანელმა ფიზიკოსებმა დრეზდენ-როსენდორფის კვლევითი ცენტრიდან და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ექსპერიმენტალურად დაარეგისტრირეს იშვიათი ეფექტი — ფერომაგნიტური და ზეგამტარი მდგომარეობების ერთად არსებობა — ნიკელის და ბისმუტის ნანოზომის ნიმუშში.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფერომაგნეტიზმი და ზეგამტარობა მიეკუთვნება იმ ტიპის მოვლენებს, რომლებიც ეკონკურენტებიან ერთმანეთს. ანტაგონიზმი პირველად ვლინდება მათ დამოკიდებულებაში მაგნიტურ ველთან: ზეგამტარი ცდილობს მის გამოდევნას ( ეს ეფექტი აღნიშნა ვალტერ მაისნერმა და რობერტ ოკსენფელდმა ჯერ კიდევ 1933 წელს), მაშინ როდესაც ფერომაგნეტიკი ახდენს ველის ხაზების თავისში კონცენტრაციას.
თუ ორ ფაზას განვიხილავთ მიკრომაშტაბში და ვიპოვით მათი შეუთავსებლობის მიზეზს უფრო გაგვიადვილდება. საკმარისია იმის გახსენებაც, რომ ზეგამტარობის მექანიზმის უმნიშვნელოვანესი დეტალი არის კუპერის წყვილით შეერთებული ელექტრონები და წყვილში ნაწილაკების სპინი საპირისპიროა. ამ დროს გაცვლითი ურთიერთქმედება, რომელსაც მივყავართ ფერომაგნეტიზმამდე, ცდილობს რომ დააწყოს სპინი სრულიად სხვა სახით – პარალელურად.
ამის მიუხედავად მასალა, რომელიც აერთიანებს ფერომაგნეტულ რიგს და არის ზეგამტარი არსებობს. მას მიეკუთვნება, მაგალითად ურანის ნაერთი UCoGe და URhGe.
ახლა უკვე ამ მცირე ჯგუფს უერთდება ახალი ნაერთი Bi3Ni. ავტორების მიერ ჩატარებულ ცდებში დიდი ზომის ნიმუშების ნაცვლად გამოყენებული იყო ნანოზომის შენაერთები. გამოთვლებმა დაადასტურა, რომ ზეგამტარობა Bi3Ni-ის ნანოსტრუქტურაში ვლინდება ფერომაგნეტური თანმიმდევრობით და ინახება უჩვეულოდ ძლიერ მაგნიტურ ველში.
გამოყენებულია დრეზდენ-როსენდორფის კვლევითი ცენტრის მასალები.

