სერიული მინიკომპიუტერები Google Chrome OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება Computex 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ზაფხულის პირველ დღეებში.
ვებ-წყაროების ინფორმაციით, ნეტბუქებს Chrome OS-ით ამზადებენ ისეთი კომპანიები როგორებიც არიან: Acer, ASUS, Sony და Samsung. მოწყობილობები ბაზარზე წარმოდგენილნი იქნებიან Intel-ის და nVidia Tegra-ს მეორე თაობის ჩიპებით.
კომპიუტერების მასიური წარმოება Chrome OS-ით, სავარაუდოდ ათვისებული იქნება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან. მა მოწყობილობების ღირებულება იქნება, 250-დან 600-დოლარამდე.
შეგახსენებით, რომ პირველი ნეტბუქი Chrome OS-ით დაანონსებული იყო, გასული წლის დეკემბერში.
გამოყენებულია DigiTimes-ის მასალები.

