2011 წლის იანვრიდან ბრაუზერში Chrome, გამოჩნდა SPDY (SoeeDY) პროტოკოლის მხარდაჭერა, ის ჩართულია SSL ტრაფიკისათვის Google-ის სერვერებზე. აქედან გამომდინარე, ყველა საიტი, რომელიც Google-ს ეკუთვნის, იტვირთება გაცილებით სწრაფად Chrome-ში ვიდრე ნებისმიერ სხვა ბრაუზერში. ოთხი თვის განმავლობაში Chrome-ის მომხმარებლები იღებენ ძალიან ბევრგ ვებ-გვერდს Google-დან HTTP-ის გარეშე.
ვიღაცას შეიძლება ძველი ისტორიაც გაახსენდეს კომპანია მაიკროსოფტთან დაკავშირებით, რომელმაც “გააუმჯობესა მისი Internet Explorer ბრაუზერი ისე, რომ მისივე IIS სერვერები პასუხობდნენ უფრო ჩქარა ვიდრე Apache. თუმცა აქ საქმე სულ სხვა რამეშია, საუბარია არა რამე ტიპის მონოპოლიაზე, არამედ სწარფ ინტერნეტზე ყველასთვის, რაც Google-ს ყველაზე მეტად აწყობს.
პროტოკოლი SPDY სრულიად ღიაა. შესაბამისი პროქსი სერვერის დაძვრა ნებისმიერს შეუძლია (მაგალითად მოდული Apache სერვერისთვის) ხოლო კლიენტის მხარდაჭერა შეუძლია ნებისმიერი ბრაუზერის დეველოპერს.
სტანდარტების ცვლილების ნაცვლად აქ შემოთავაზებულია ექსპერიმენტული და ღია გადაწყვეტილება. ეს არის ყველაზე კარგი მიდგომა ფართოდ გამოყენებული სტანდარეტების გაუმჯობესაებისათვის, რომელთა შეცვლად ერთბაშად შეუძლებელია. იგივე მაიკროსოფტმაც დაამტკიცა მსგავსი მიდგომის ეფექტურობა, როცა გამოუშვა XHTMLHTTPRequest, რომელიც Outlook Web Access-ში არის გამოყენებული.
HTTP 1.1 ვერსია შემუშავებულ იქნა 1996 წელს, როცა ვები გაცილებით მარტივი იყო, ამიტომაც ის დღეს გაფართოებას საჭიროებს. HTTP 1.2 SPDY 44-64%-ით აჩქარებს ვებ-საიტების ჩატვირთვას, სხვა და სხვა ხრიკების საშუალებით: მოთხოვნების მულტიპლექსირება, მოთხოვნების პრიორიტეტების შეცვლა, HTTP სათაურების შეკვეცა.
SPDY შეერთებების ნახვა Chrome-ში შესაძლებელია რეალურ დროში, თუ ავკირფავთ მისამართის ზოლში chrome://net-internals, შევალთ ტაბში SPDY და ავარჩევთ View live SPDY sessions.

წყარო: Habrahabr.ru
