გამოჩნდა მონაცემები კომუნიკატორის შესახებ, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია ამზადებს კომპანია HTC. სიახლე ფიგურირებს დასახელებით Pyramid.

აპარატი მიიღებს 4,3-დიუმიან სენსორულ Super-LCD-დისპლეის, წერტილოვანი გარჩევადობით 960×540, პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 768 მბ-ს, ასევე გათვალისწინებულია Wi-Fi, Bluetooth და ორი კამერა: წინა კამერა — 1,3-მეგაპიქსელიანი, ხოლო უკანა კამერა — 8-მეგაპიქსელიანი შუქდიოდური გაელვებით და ავტოფიკუსით.

ჭორების თანახმად Pyramid-ის ოპერაციული სისტემა იქნება მესამე თაობის Android (Honeycomb), რომელიც უმეტესად გამოიყენება პლანშეტურ კომპიუტერებზე.

გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ღირებულება, ჯერჯერობით უნცობია.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.