კომპანია HTC-იმ დააანონსა ფლაგმანური სმარტფონი Sensation Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის აპარატულ პლატფორმაზე, საფირმო ინტერფეისით Sense.

მწარმოებლებმა სიახლეს დაარქვეს «მულტიმედიური სუპერფონი». აპარატის მახასიათებლები მართლაც შთამბეჭდავია: ორბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon MSM8260 ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც, 768 მბ ოპერატიული მეხსიერება და 4,3-დიუმიანი სენსორული Super LCD დისპლეი qHD გარჩევადობით (540×960 წერტილი).

Sensation-ს გააჩნია წინა კამერა ვიდეოზარების განსახორციელებლად და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და შუქდიოდური გაელვებით, რომელსაც შეუძლია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 1080p ფორმატში (1920×1080 წერტილი) სტერეოფონური ხმით და სიჩქარით 30 კადრი წამში.

კომუნიკატორს აქვს GPS მიმღები, Bluetooth 3.0 და Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n), გიროსკოპი, აქსელერომეტრი, ციფრული კომპასი, განათების და სიახლოვის სენსორი. ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; გათვალისწინებულია MicroSD სლოტი, MicroUSB პორტი და 3,-5-მილიმეტრიანი აუდიობუდე. Sensation ზომები — 126,1×65,4×11,3 მმ.

სიახლე განკუთვნილია GSM/WCDMA ქსელებისთვის; ავოტმატური მუშაობის დრო სასაუბრო რეჟიმში აღწევს 8,3 საათამდე, ხოლო  მოლოდინის რეჟიმში – 350 საათამდე. სმარტფონის მფლობელებს ექნებათ წვოდმა HTC Watch-ის ვიდეოსერვისზე.

Sensation-ის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე კვარტალში, ხოლო ღირებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=0hAz4LKc9TU

გამოყენებულია HTC-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.