Google–ის გენერალური დირექტორი ლარი პეიჯი (2006 წლის იანვარი; Christopher Farina / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Google–მა მიმდინარე კალენდარული წლის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

ინტერნეტ–კორპორაციის შემოსავალმა, იანვრიდან მარტის ჩათვლით, $6,54 მლრდ–ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით, დაახლოებით, 29%–ით მეტია, როცა კომპანიის შემოსავალი $5,1 მლრდ–ს შეადგენდა.

18%–ით გაიზარდა Google–ის სუფთა მოგება. თუ ერთი წლით ადრე კომპანიამ $1,96 მლრდ გამოიმუშავა, დღეისათვის — $2,3 მლრდ ($8,08 ერთი ფასიანი ქაღალდი).

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ, დაახლოებით, 2 000 ახალი თანამშრომელი მიიღო და ამით შტატები 26,6 ათას ადამიანამდე გაზარდა, თუმცა წლის ბოლომდე Google კიდევ 6 000 ახალი თანამშრომლის მიღებას გეგმავს.

ასევე, კორპორაციაში ხაზს უსვამენ, რომ ყოველდღიურად, მთელს მსოფლიოში 350 ათასი მობილური მოწყობილობა აქტიურდება OS Android-ის მართვის ქვეშ, ხოლო android apps-ის მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ 3 მლრდ–ს მიაღწია.

ფინანსური რეზულტატების გამოქვეყნების შემდეგ Google–ის აქციები 5,36%–ით გაიაფდა — $547,5–მდე.

წყარო: ფრანც პრესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.