ასტრონომთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ.შ-დან პლუტონის ატმოშფეროში აღმოაჩინეს ნახშირბადის ზეჟანგი.

თავიანთი მუშაობის შედეგები მეცნიერებმა წარმოადგინეს უელსში ჩატარებულ სამეფო ასტრონომთა საზოგადოების შეკრებაზე. მათ მიერ მომზადებული ანგარიში მალე გამოქვეყნებული იქნება ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters-ში.

პლუტონი ითვლება ერთადერთ ობიექტად რომელსაც აქვს ატმოსფერო, მათგა, რომელიც მდებარეობს ნეპტონის ორბიტის შემდეგ. გაზის გარსი  დარეგისტრირდა 1988 წელს, როდესაც ჯუჯა პლანეტამ გაიარა დედამიწასა და მოშორებულ ვარსკვლავს შორის, რითიც დაბლოკა მისი გამოსხივების ნაწილი. აზოტი მეთანი და ნახშირბადის მონოქსიდი პლუტონის ზედაპირზე უკვე იპონეს, მაგრამ დღევანდლამდე შეინიშნებოდა მხოლოდ ერთი მოლეკულა — მეთანი.

გაზისებრი ნახშირბადის აღმოჩენაში დაეხმარათ დაკვირვებები ჯეიმს კლარს მაქსველის ტელესკოპიდან, რომელიც დამონტაჟებულია ვულკან მაუნა-კეას თავზე, ჰავაიში. ეს ტელესკოპი, რომლის მთავარი მინის დიამეტრი 15 მეტრს შეადგენს განკუთვნილია სუბმილიმეტროვან დიაპაზონში სამუშაოდ; ჩვენს შემთხვევაში მეცნიერებისათვის საინტერესო იყო 1,33მმ ტალღის სიგრძე, რომელიც მოყვება მოლეკულის ბრუნვას. 2009 წლის აგვისტოში და 2010 წლის შემოდგომაში ჩატარებული გაზომვებით, ავტორებმა სპექტრში მოძებნეს ატმოსფერული ხაზი, რომელიც შეესაბამება გაზს, რომლის ტემპერატურაცაა დაახლოებით 50 ათასი გრადუსი. საინტერესოა, რომ სიგნალი აღმოჩნდა ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე 2000 წელს, როდესაც ჩატარებული დაკვირვებები, მიუთითებდა ზეჟანგის სავარაუდო არსებობაზე.

პლუტონის გაზის გარსის ძირითადი ნაწილი, ანუ აზოტის, ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი სპექტროსკოპული გამოკვლევებისათვის. “მონაცემების ატმოსფეროს 97%-ის შეასხებ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს”, — ამბობს სამუშაოების ხელმძღვანელი ჯეინ გრეივსი (Jane Greaves) სენტ- ენდრიუს უნივერსიტეტიდან.

ჯეიმს კლარკ მაქსველი ტელესკოპიდან მიღებული მონაცემები ასევე მეტყველებელ იმაზე, რომ მონოოქსიდის მოლეკულის ფენის სისქე აღემატება 3 000 კმ. იქიდან გამომდინარე, რომ ჯუჯა პლანეტის რადიუსი შეადგენს 1 153 კმ-ს, შეიძლება ითქვას, რომ მოლეკულის ზემო ზღვარის პლუტონის ცენტრიდან ოთხი რადიუსის მოშორებით მდებარეობს. ეს სიდიდე საკმაოდ აღემატება ადრე დასახელებულ ვერსიას, ატმოსფეროს შესაძლო სისქის შესახებ.

N2– ს დარეგისტრირებას და ატმოსფეროს პარამეტრების უკეთ შესწავლას შეძლებს ავტომატური სადგური New Horizons, რომელიც პლუტონამდე 2015 წელს მივა.

გამოყენებულია სამეფო ასტრონომთა საზოგადოების მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.