ელოდებოდით ლამაზ და ადვილ ჯეილბრეიქს iOS 4.3.1 ვერსიისათვის? დღეს თქვენ გაგიმართლათ: Dev-Team-მა გამოაქვეყნა redsnow 0.9.6rc9 ორივე Windows და Mac OS X პლატფორმებისთვის, რაც ჩვეულებრივ მოკვდავებსაც აძლევს საშუალებას გაათავისუფლოს მათი მოწყობილობები ეფლის ხელბორკილებისგან 🙂 მხარდაჭერილია მხოლოდ iPhone 3G, iPhone 3GS (GSM); iPod touch 3G, 4G; iPad 1 და Apple TV 2G. ალბათ მოელოდით iPad2-ის ჯეილბრეიქსაც, მაგრამ სამწუხაროდ ეს შუძლებელია, კუპერტინოში მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო 🙂 ასევე ultrasnow-ის მომხმარებლებს ურჩევს Dev-Team, რომ მოითმინონ განახლებამდე და თვალყური ადევნონ ჯგუფის ტვიტერს, სადაც სიახლეები იქნება გამოქვეყნებული. მოკლედ ესტუმრეთ ჯგუფის საიტს და მოიმარჯვეთ შესაბამისი ფირმვერი !

2 Responses

  1. დავით ხო არ იცი ეს 03.10.01 მოდემის ვერსიაზე რას შვებიან? ანუ 4.3.1 კი მაგრამ 4.2.1 მაქვს i4-ზე და მოდემი არის 03.10.01. ქასთომით რო განვაახლო 4.3.1 -მდე მერე ანლოკი წავა? ტვიტერსეც დავსდევ და ყველგან მარა აზრი ვერ გამოვიტანე რა ელის ამ ვერსიის მოდემებს.

    P.S. “ალბათ მოელოდით iPad2-ის ჯეილბრეიქსაც, მაგრამ სამწუხაროდ ეს შუძლებელია, კუპერტინოში მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო”
    ალბათ რამე გამოვტოვე, რა ზომებზეა საუბარი? 🙂

  2. ალეკო სალამი, ჯერ-ჯერობით არანაირი SIM Unlock ვარიანტი არ არის ხელმისაწვდომი iPhone4-ის თვის.

    უსაფრთხოების ზომებში იგულისხმება ის რომ არსებული ჯეილბრეიქის მეთოდები კოანონიერია იმიტომ, რომ ღია კოდითაა რაც გატეხვის მეთოდის საჯაროობას უზრუნველყოფს. ეფლმა ამოავსო ნაპოვნი ხვრელები პროგრამულ უზრუნველყოფაში და აწი უნდა ველოდოთ ახალს 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.