“ღამის” მხედველობის ახალი მოწყობილობა სამხედრო და სამოქალაქო მფრინავებს საშუალებას მისცმს არა მხოლოდ მათ წინ მდებარე სივრცის დანახვის საშუალებას, არამედ გვერდებზეც.
სიბნელეში ხედვა თვითმფრინავების და ვერტმფრენების პილოტებისათვის ახალი ნამდვილად არ არის. მაგრამ ამ ბოლო დრომდე ამ მოწყობილობის მთავარი პრობლემა იყო მხედველობის არის პატარა არეალი (დაახ. 40 გრადუსი) და დაბალი გარჩევადობა. კომპანია SA Photonics ამტკიცებს, რომ მათ შეძლეს ამ პრობლემების გადაჭრა.
მოწყობილობა High Resolution Night Vision System (HRNVS) წარმოადგენს ქუდზე ჩამოსაცმელს ღამის ხედვის ოთხი კამერით, რომელიც გადაეცემა ორ მოძრავ მიკროდისპლეის. შესაძლოა მათი დაყენება თვალების წინ ან გაწევა გვერდზე, მათ შორის როგორც ორივესი ერთად ისევე ცალცალკე.
კონსტრუქცია იძლევა არეალის 82,5 გრადუსამდე გაზრდის საშუალებას. ამას გარდა, სისტემას აქვს უკეთესი გარჩევადობა და ნაკლები წონა სხვა ანალოგებთან შედარებით. დისპლეიზე გამოჩენილი გამოსახულება შესაძლოა მივაახლოვოთ ან თუნდაც ჩავიწეროთ. HRNVS ერგება ამერიკის სამხედრო და სამოქოლაქაო მფრინავთა ქუდებს.
HRNVS-ის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა პენტაგონის კვლევითი დაწესებულების წევრებიც. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია რამდენ ხანში შევა ეს სისტემა ექსპულატაშია.
აპარატურაის პრეზენტაცია მოხდება 28 აპრილს, ორლანდოში.
გამოყენებულია SA Photonics-ის მასალები.

