კომპანია Samsung-მა სამხრეთ კორეაში დააანონსა ახალი «გუგლფონი».

აპარატი Galaxy Neo (მოდელი SHW-M220L), რომელიც აღჭურვილია 800 მჰც პროცესორით და 512 მბ ოპერატიული მეხსიერებით. სენსორულ დისპლეის გააჩნია 3,5-დიუმიანი დიაგონალი, ხოლო გარჩევადობა შეადგენს WVGA (800×480 წერტილი).

სიახლის არსენალშ შედის: Wi-Fi და Bluetooth 3.0 ადაპტერები, ორი კამერა (მთავარი კამერა აღჭურვულია 3-მეგაპიქსელიანი მატრიცით), MicroSD სლოტი, ასევე T-DMB სტანდარტის ციფრული ტელევიზიის მიმღები და 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენისთვის.

კომუნიკატორს აქვს Google Android 2.2 ვერსიის ოპერაციული სისტემა. აკუმულატორული ელემენტის მოცულობა შეადგენს 1 500 მა/სთ-ს.

აპარატის ღირებულების შესახებ ინფრომაცია ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Samsung-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.