Samsung Galaxy S (მარცხნივ) და Apple iPhone (BlogSpot.com–ის ფოტო).

კომპანია Samsung–მა განაცხადა, რომ Apple–ს საპასუხო პრეტენზიებს წაუყენებს ბრალდებაზე, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას ეხება.

შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსის იმპერიამ სამხრეთ–კორეული კომპანია პლანშეტური კომპიუტერებსა და Galaxy სმარტფონებში დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დაკოპირებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, «სამსუნგს» ბრალი ედება, მთელ რიგ, პატენტის უფლების დარღვევაში. შესაბამისი სარჩელი კალიფორნიის (ა.შ.შ) ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოშია გაგზავნილი.

«საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად Samsung მიიღებს შესაბამის ზომებს, — აცხადებს სამხრეთ–კორეული კომპანია. — Apple ჩვენი პროდუქციისა და დისპლეების ერთ–ერთ უმსხვილეს დამკვეთს წარმოადგენს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერი გვრჩება, გარდა იმისა რომ გავცეთ უხეში პასუხი».

Samsung-მა ასევე მიანიშნა, რომ თავად Apple უკანონოდ იყენებს დაპატენტებულ ტექნოლოგიას, რომელიც მონაცემების უკაბელი გადაცემასთან არის დაკავშირებული, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ სარჩელი ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის შესახებ სტივ ჯობსის კომპანიის წინააღმდეგ იქნას წარდგენილი სასამართლოში.

წყარო: ფრანც პრესი

One Response

  1. ერთ ადგილს ათამაშებს სტივი !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.