როლური თამაშის, The Witcher 2: Assassins of Kings–ის ლოკალიზაცია დასრულებულია და პროექტი დასაბეჭდად გაიგზავნა, აცხადებს გამომცემლობა «1С-სოფთქლაბი». რელიზი 17 მაისს შედგება.
პოლონური სტუდიის, CD Projekt RED–ის მიერ დამუშავებული RPG მხოლოდ PC-ზე გამოვა. შესაძლოა მომავალში Xbox და PS3 ვერსიებიც გამოჩნდეს, თუმცა დღეისათვის რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს.
The Witcher 2–ის სიუჟეტი აგრძელებს პირველი ნაწილის ისტორიას. სკანდინავიის სამეფოში ბოროტებამ დაისადგურა: გრძნეულთა ორდენის საიდუმლოებები ცუდ ხელში მოხვდა, სამეფოს უცნობი საიდუმლო ორგანიზაცია ატერორებს, მეფობს ქაოსი, მოჩვენებები უტევენ უბრალო ხალხს, მაგები თხზავენ შელოცვებს… მოკლედ რომ ვთქვათ, პოლონელი მწერლის, ანჟემ საპკოვსკის მიერ შექმნილ გმირს უამრავი განსაცდელის გადალახვა მოუწევს.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=QTHnjePQHPo
წყარო: «1С-სოფთქლაბი»

