Twitter–ის დამფუძნებლები: ევან უილიამსი (მარცხნივ) და ბიზ სტოუნი (2009 წლის იანვარი; Eric Luse / San Francisco Chronicle / Corbis–ის ფოტო).
ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Twitter–მა შესაძლოა თავის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური ხელშეკრულება გააფორმოს.
საუბარია პროგრმების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია TweetDeck–ზე — უფასო კროს–პლატფორმული პროგრამა, რომელიც სოციალურ ქსელებთან სამუშაოდ არის განკუთვნილი: Twitter, Facebook, MySpace, LinkedIn, Google Buzz და Foursquare. პროგრამის შესაძლებლობებს შორის შეიძლება გამოვყოთ საზოგადო და პირადი შეტყობინებების მართვა, სხვადასხვა მოწყობილობებში პარამეტრების სინქრონიზაცია, სურათების ნახვა და გამოქვეყნება და ა.შ.
როგორც ცნობილი გახდა, გარიგების ღირებულება $50 მლნ–ს შეადგენს. შენაძენი Twitter–ს ფუნქციონალის გაზრდისა და დამატებითი აბონენტების მოზიდვის საშუალებას მისცემს (დღეისათვის სულ დარეგისტრირებულია 200 მლნ ადამიანი). თუმცა, ოფიციალური განცხადება, ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ გამოუქვეყნებია.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს Twitter–მა სარეკლამო განცხადებებიდან $45 მლნ–ის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2011 წელს, ანალიტიკოსების აზრით, ეს მაჩვენებელი $150 მლნ–ს მიაღწევს.

