სტივ ბალმერი წარადგენს Windows 7–ს (ნიუ–იორკი, ა.შ.შ, 2009 წლის 22 ოქტომბერი; Timothy A. Clary / AFP / Getty Images–ის ფოტო).
Microsoft–ის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 პერსონალური კომპიუტერებისათვის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი პროგრამული პლატფორმა გახდა.
Windows 7–ის დაანონსებიდან (2009 წლის ოქტომბერი) წელიწად ნახევარში 350 მლნ–ზე მეტი ლიცენზია გაიყიდა. შედარებისთვის: იგივე პერიოდში, Microsoft–მა 180 მლნ Windows Vista–ს ლიცენზიის რეალიზება მოახერხა და დაახლოებით 130 მლნ — Windows ХР–ის.
Net Applications–ის შეფასებით, დღეისათვის Windows 7–ის საბაზრო წილი 24,2%–ს შეადგენს. ჯერჯერობით, პოპულარობით ეს OS Windows ХР–ის საგრძნობლად ჩამორჩება, რომელიც მსოფლიო ბაზრის 54,4%–ს ფლობს. რაც შეეხება Windows Vista–ს, მისი წილი 11%–ს არ აღემატება.
საერთო ჯამში, Windows-სისტემების სხვადასხვა ვერსიებზე ბაზრის, დაახლოებით, 90% მოდის. გავრცელებით მეორე PC-პლატფორმა — Apple Mac OS X — მხოლოდ 5,3%–ს ფლობს.
დღეისათვის, Microsoft ამუშავებს ახალ ოპერაციულ სისტემა Windows 8–ს, რომელიც როგორც მოსალოდნელია, Windows 7–ს მომავალი წლის მეორე ნახევარში შეცვლის.
წყარო: Guardian

