მკვლევართა ჯგუფმა, რომელშიც შედიან ამერიკის სხვადასხავა მუზეუმების და უნივერსიტეტის წარმომადგენლები, გამოაქვყენეს მონაცემები მინერალ კროტიტის CaAl2O4 პირველ ბუნებრივ ნიმუშებზე.

კროტიტი აღმოაჩინეს აფრიკის ჩრდილო დასავლეთით ჩამოვარდნილ მეტეორიტ NWA 1934 CV3-ის ფრაგმენტის (კალციუმით და ალუმინით მდიდარი ნაერთი, CAI) კვლევისას, რომელიც მიეკუთვნება ნახშირბადისებრ ქონდრიტებს. CAI-ს ასევე ეძახიან ნაერთებს, რომლებიც შიცავს მინერალებს, რომლებიც ინარჩუნებელ სტაბილურობას ძალიან მაღალ ტემპერატურაზეც. მსგავსი შენაერთები ითვლება პირველ მყარ ობიექტებად, რომლის ფორმირებაც მოხდა მზის ნისლეულებში დაახლოებით 4,5 მლრდ წლის წინ.

CAI რომელმაც დააინტერესა მინერალოგები ზომაში არის 2,75×4,50 მმ, კვერცხის ფორმის. კროტიტი არის CAI-ის ცენტრალური ნაწილის მთავარი კომპონენტი, მის მეზობლად არიან: პეროვსკიტი CaTiO3, გელენიტი Ca2Al2SiO7 , ჰერცინიტი FeAl2O4 , და მაიენიტი Ca12Al14O32Cl2 .

ახალი მასალის რაც შეიძლება კარგად დასახასიათებლად, ავტორებმა კვლევები ჩაატარეს რენდგენოსტრუქტურული ანალიზი, არეკლილი ელექტრონების დიფრაქცია, ანალიზი ელექტრული მიკროზონდით და რამანის სპექტროსკოპიით. შედეგად გაირკვა, რომ კროტიტის ცალკეული კრისტალების ზომა არის 10 დან 350-მდე მკმ (მიკრომეტრი), დიდი ზომის კრისტალები ფორმირდება CAI-ის  ცენტრში. კრისტალები არიან უფერო გამჭვირვალე და ბწინავენ. თვითონ მინერალი მყიფეა, ხოლო მისი გათვლითი სიმკვრივე ცოტათი აღემატება 2,9 გ/ სმ3

ყველაზე სავარაუდოა, რომ კროტიტის ნიმუშების ფორმირება მოხდა კონდენსაციის გზით ან კრისტალიზაციით.

~

კროტიტის კრისტალური სტრუქტურა.

გამოყენებულია Space.Com-ის მასალები.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.