სატურნინს ყველაზე დიდი თანამგზავრი ტიტანის ბრუნვის უცნაურობები, შეიძლება მიწისქვეშა ოკეანის არსებობით აიხსნას.

ტიტანი ერთადერთი (ჩვენთვის ცნობილი) პლანეტაა, დედამიწას თუ არ ჩავთვლით, რომელის ზედაპირზეც არის მეტანისაგან შემდგარი სითხე, თუმცა ბოლო დროს ჩნდება სულ მეტი და მეტი მიზეზი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ მათ ქვევით არის ოკეანე წყლით და ამიაკით. მაგალითად NASA-ის კოსმოსურმა ხომალდმა “კასინიმ” აღმოაჩინა, რომ დროთა განმავლობაში, რელიეფის ზოგიერთმა შესამჩნევმა ნაწილმა გადაწია 30კმ-ით. ეს ნიშნავს, რომ ქერქი დაცურავს გარკვეულ თხევად გარემოში.

“კასინის” მიერ ტიტანის გრავიტაციაზე და ზედაპირზე შემდგომმა დაკვირვებებმაც მოგვცა მიწისქვეშა ოკეანის კიდევ უფრო მეტი დამადასტურებელი ინფორმაცია.

ტიტანის ორბიტა ძალიან გავს მთვარისას: ის “სახით” ყოველთვის თავისი პლანეტისკენაა მიბრუნებული. თუმცა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მისი ბრუნვის ღერძი დახრილია დაახლოებით  0,3˚-ით. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუ სწორია ტიტანის ინერციის მომენტის შეფასება, ანუ მისი ბრუნვის ცვლილების მაჩვენებელი.

შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ტიტანი არის მყარი სხეული, რომელიც უფრო მყარია ზედაპირზე ვიდრე ცენტრისაკენ. “მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ჩვენ ვიცით სხვა პლანეტების შესახებ და მათი ფორმირების პროცესზე”, — ამბობს როზმარი ბალანდი, ბელგიის სამეფო ობსერვატორიიდან. ამიტომ, უფრო ლოგიკურია ჩავთვალოთ, რომ ტიტანს აქვს ყინულის “გარეკანი”, რომელიც ფარავს თხევადი წყლის ოკეანეს, ყინულის მანტიას და ქვის ყინულოვან ბირთვს. მოდელირებამ აჩვენა, რომ ყინულის გარეკანის სისქე შესაძლოა შეადგენდეს 150-200 კმ-ს. ხოლო ოკეანის სიღრმე 5 425 კმ-ს.

ეს ჰიპოთეზა არანაირად არ ხსნის პრობლემას. ტიტანის ორბიტა და ბრუნვის თავისებურებები სხვანაირადაც შეიძლება აიხსნას, მაგალითად გარე ზემოქმედება, კომეტა ან ასტეროიდი.

 

გამოყენებულია AstroBiology Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.