საავიაციო ექშენ–არკადა Ace Combat: Assault Horizon მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გამოვა, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai.

Namco–ს შიდა სტუდიის, Project Aces–ის მიერ დამუშავებული თამაში, მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა.

დეველოპერები «სრულფასოვან ერთმომხმარებლიან კამპანიასა» და ზოგიერთ მულტიფლეიერულ რეჟიმს გვთავაზობენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ. როგორც თამაშის წინა სერიებში, აქცენტი მასიურ საჰაერო ბრძოლებზეა გაკეთებული, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. დაივიწყეთ აეროდინამიკა, გადატვირთვა და ნამსხვრევები ძრავებში: Ace Combat — ეს არის ექშენი და სანახაობრივი აფეთქებები.

სხვათა შორის, Namco–ში, ასევე, განაცხადეს, რომ Project Aces Ace Combat–ის 3DS-ვერსიაზეც მუშაობს.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=3MNYruNnBzc]

წყარო: Eurogamer

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.