Ubisoft–მა დააანონსა Assassin's Creed: Revelations

ადრე ამ ადგილებში ალტაირი დაცოცავდა...
ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft–მა წარმოადგინა ექშენი Assassin's Creed: Revelations.
მთელი კვირის განმავლობაში გამომცემლები Assassin's Creed–ის ახალი ნაწილის არსებობის შესახებ აშკარად მიანიშნებდნენ და ვიდეო–რგოლიც კი წარადგინეს. და ბოლო, როგორც იქნა, ოფიციალური ანონსიც შედგა. პროექტი Ubisoft Montreal–ის მიერ მუშავდება და PS3–ზე, Xbox 360–სა და PC-ზე მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა.
Revelations არისტოკრატ–ასასინის, ეციო აუდიტორე დე ფირენცეს თავგადასავლის უკანასკნელ ნაწილს წარმოადგენს. მთავარი გმირი საკუთარი წინაპრის, ალტაირის კვალს მიჰყვება, რომელიც თქვენთვის Assassin's Creed–ის წინა სერიებიდან კარგად არის ცნობილი. თქვენ მოგიწევთ კონსტანტინოპოლში გამგზავრება, სადაც ტამპლიერთა სწრაფად მზარდი არმია მთლიან რეგიონს დესტაბილიზაციით ემუქრება. ახალი სისხლისღვრა — დროის საკითხია.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=KM5Pjv0RQPI
წყარო: Eurogamer
