იტალიელი და ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ასტეროიდის მინერალურ კომპონენტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ორგანული ნაერთების წარმოქმნას, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის განვითარებისათვის.

ცდები ტარდებოდა ცნობილი მეტეორიტი მერჩისონის მცირე ფრაგმენტზე, რომელიც დედამიწას შეეჯახა 1969 წელს. მეტეორიტი მიეკუთვნება ნახშირბადისებრ ხონდრიტებს და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილად. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გამოჩნდა შეტყობინება მასში შემავალი ამინომჟავების და ნახშირწყალბადების შესახებ, ხოლო ეხლა მასში ნაპოვნმა ამინომჭავების რაოდენობამ ასს გადააჭარბა.

მერჩისონის მეტეორის ერთი გრამი ნივთიერება ავტორებმა დაფშხვნეს და მოაშორეს ორგანული მოლეკულა და დატოვეს მხოლოდ მინერალური კომპონენტები. შემდგომ მათ დაუმატეს ფორმამიდი CH3NO — უმარტივესი ამიდი, რომელიც ჯერ კიდევ 40 წლის წინ იქნა აღმოჩენილი ვარსკვლავთშორის სივრცეში. მიღებული ნარევი 48 საათის განმავლობაში შეინახეს 140˚C ტემპერატურაზე.

როგორც აღმოჩნდა, შემადგენელი მინერალები ახდენენ ფორმამიდის კონდესაციის რეაქციის კატალიზირებას, რომლებშიც წარმოიქმნება კარბოქსილური მჟავა (ორგანული შენაერთები, რომლებიც აერთიანებენ ერთ ან რამდენიმე კარბოქსილურ ჯგუფს), ამინომჟავები (გლიცინი), აზოტის საფუძვლები და შაქრის წინამორბედები. ადრე ჩატარებულ კვლევებში მსგავსი კატალიტური ეფექტები, ნაჩვენები იქნა მინერალების მაგალითზე, რომლებიც გვხვდებოდა ახალგაზრდა დედამიწაზე.

გამოყენებულია NewScientist-ის მასალები.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.