დაიწყო პლანშეტური კომპიუტერის BeBook Live-ის შეკვეთები, რომელიც გამოჩნდება ივნისში.
პლანშეტს აქვს Samsung-ის ARM-პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც, 7-დიუმიანი «მულტითაჩ»-დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 800×600, 512 მბ-ანი ოპერატიული მეხსიერება, ჩაშენებული 4 გბ-ანი ფლეშ-მოდული, ასევე გათვალისწინებულია MicroSD ფორმატის ბარათების სლოტი მოცულობით 32 გბ-მდე.
BeBook Live-ის არსენალში ასევე შედის: Bluetooth და Wi-Fi (802.11b/g/n) კონტროლერები, კამერა 2-მეგაპიქსელიანი მატრიცით, Mini HDMI და USB პორტები და ასევე 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურასასმენითვის.
BeBook Live არის Android 2.2 (Froyo) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. გაჯეტის ზომები — 140×202×11 მმ, წონა— 430 გ, ფასი — $280.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=RWnOzEWmLdM
გამოყენებულია BeBook Live-ის მასალები.

