როლური ექშენი Dark Souls, რომელიც სტუდია From Software–ში მუშავდება, გაყიდვაში 11 ოქტომბერს გამოჩნდება, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai.

PS3-ვერსიის დამუშავებისას წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად დეველოპერები დარწმუნებული არიან, რომ პროექტი დანიშნულ დროს გამოვა. «Sony-სთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევძელით წარმოქმილი პრობლემის დაძლევა, ასე რომ ხელს ვერაფერი შეუშლის ჩვენს კალენდარულ გეგმას» — განაცხადა სტუდიის პრესმდივანმა. მოკლედ «ბნელეთის სულები» PS3–სა და Xbox 360–ზე ერთდროულად გამოვა.

თამაშის სიუჟეტი ბნელეთის სამყაროშო ვითარდება, სადაც სახლობენ მაგიური არსებები და მონსტრები. მთავარი გმირის სპეციალიზაცია საკმაოდ ვიწროა: მას არ შეუძლია მუდმივი ხეტიალის გარეშე არსებობა. სწორედ ამ ხეტიალში მას მოუწევს ურჩხულებთან, გაცოცხლებულ მკვდრებთან და სხვა მრავალ მსგავს არსებებთან ბრძოლა. ამასთან ის იძენს გამოცდილებას, ახლი იარაღსა და ჯავშანს და ასე გრძელდება მანამ, სანამ მთლიანად არ გაანადგურებს შავ–ბნელ ფლორა–ფაუნას…

httpvhd://www.youtube.com/watch?v=s7U-a9pJtHQ

წყარო: Joystiq

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.