მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსებული თამაში, The Darkness II, რომელსაც სტუდია Digital Extremes ამუშავებს, 4 ოქტომბერს გამოვა, იუწყება გამომცემლობა 2K Games.

პლატფორმა: PC, PS3 და Xbox 360.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამაშს ძალიან საშიში სიუჟეტი აქვს. მთავარი პერსონაჟი, ჯეკი ესტაკადო, ნოუ–იორკის ერთ–ერთი კრიმინალური ოჯახის — ფრანჩეტების კლანის — დონი ხდება, თუმცა მშვიდ ცხოვრებას ის ვერ მოესწრება. პირველ რიგში, მთავარი გმირი ვერაფრით ივიწყებს თავის გარდაცვლილ შვილს და მეორეც, ის მთელი ძალით ცდილობს სისხლის მსმელი «აჩრდილის», ბოროტი მისტიკური ქმნილების განადგურებას, რომელიც მასში ცხოვრობს.

გასაგებია, რომ მთავარ გმირს არაფერი გამოუვიდა. კონკურენტებზე თავდასხმამ მისი თავდაცვა შეასუსტა, «აჩრდილი» მისგან გამოვიდა, ხოლო თავად ჯეკს ახალი სისხლიანი თავგადასავალი ელოდება…

httpvhd://www.youtube.com/watch?v=0EW8Sg5uQ84

წყარო: VG247

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.