ივნისში კომპანია Dell წარმოდგენს ახალ პლანშეტურ კომპიუტერს Android 3.0 ვერსიის (Honeycomb) პლატფორმაზე.
ცნობილია, რომ Streak Pro-ს ექნება nVidia Tegra-ს მეორე თაობის «სისტემა ჩიპზე» ორბირთვიანი ARM-პროცესორით, ტაქტური სიხშირე 1 გჰც. სენსორული დისპლეის დიაგონალი შეადგენს 10 დიუმს, გარჩევადობა — 1280×800 წერტილი.
სიახლე მიიღებს 1 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, 16, 32 ან 64 გბ ფლეშ-მეხსიერებას, SD-სლოტს და ასევე ორ კამერას; წინა — 2-მეგაპიქსელიანი და უკანა 5-მეგაპიქსელიანი. ასევე ნახსენებია Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაპტერები. პლანშეტის ზომები — 261×176,4×12,9 მმ, წონა — 720 გ.
არსებული ინფორმაციით, Streak Pro-ს მომხარებლებს შეეძებათ LTE მოდულის დაყენება მობილურ ქსელებთან შეერთებისათვის.
გაჯეტის ავტომატური მუშაობის დრო სავარაუდო მონაცემებით აღწევს 12 საათამდე.
Streak Pro-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

