Diablo III შესაძლოა 2011 წელს გამოვიდეს


ექშენ–RPG, Diablo III შესაძლოა მიმდინარე წელს გამოვიდეს, განაცხადა კომპანია Blizzard–ის პრეზიდენტმა, მაიკლ მორჰეიმმა (Michael Morhaime)...
ასევე, ხნობილი გახდა, რომ თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მესამე კვარტალში დაიწყება. «გასულ კვირას ჩვენ პროექტის შიდა ტესტირება დავიწყეთ, სადაც Blizzard–ის თანამშრომელთა უმეტესობა მონაწილეობს, — აცხადებს მორჰეიმი. — თამაში შთამბეჭდავია. ვფიქრობ, რომ მესამე კვარტალში ჩვენ ღია ბეტა–ტესტირების დაწყებას შევძლებთ».
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, როგორც სტრატეგია Starcraft II: Wings of Liberty–ის ტესტირების დროს, მიუხედავად «ღია» ბეტა–ვერსიისა, მასზე წვდომას ყველა ვერ მიიღებს.
Diablo III–ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯრობით უცნობია, მაგრამ დეველოპერები იმედოვნებენ, რომ თამაში მიმდინარე წლის მიწურულს გამოვა. «მწარმოებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თამაში 2011 წლის ბოლოს გამოვიდეს, — აზუსტებს მაიკლ მორჰეიმი. — თუმცა ამისთვის ჩვენ არ ვაპირებთ მსხვერპლის გაღებას ხარისხის სახით».
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=WByqPqwBrzs
წყარო: Gamasutra
