კომპანია Pioneer Computers Australia-მ დაიწყო შეკვეთების მიღება პლანშეტურ კომპიუტერზე DreamBook ePad 10 Plus-ზე, რომლის ღირებულებაც შეადგენს 330 დოლარს.
სიახლეს აქვს ARM-პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,0 გჰც, ოპერატიული მეხსიერება 512 მბ და ფლეშ-მეხსიერება 4 გბ. ასევე მოწყობილობას გააჩნია ვებ-კამერა 1,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით და Wi-Fi კონტროლერი IEEE 802.11b/g/n სტანდარტის მხარდაჭერით.
დისპლეის დიაგონალი შეადგენს 10 დიუმს, ხოლო გარჩევადობა 1024×600 წერტილი; HDMI ინტერფეისის საშუალებით ხდება, გამოსახულების გადმოცემა მონიტორზე და ტელევიზორზე.
პლანშეტის ზომები 272×170×10 მმ, წონა — 700 გ. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტომატური მუშაობის დრო აღწევს სამ საათამდე.
DreamBook ePad 10 Plus არის Android 2.2 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
გამოყენებულია Pioneer Computers Australia-ს მასალები.

