სოციალურ ქსელ Facebook–ში «სიმპსონები» გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts.
ცნობილი გახდა, რომ EA ამ ქსელისთვის ერთდროულად ორ თამაშს შექმნის. პირველ პროექტს სამშენებლო სიმულატორი SimCity წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება მეორეს, ფლეშ–თამაში, რომელიც მულტ–სერიალის, The Simpsons–ის მოტივებზე არის შექმნილი; გავბედავ გაუწყოთ, რომ ორივე თამაში, სტუდია Playfish–ში იქმნება, რომელიც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ЕА–ს საკუთრება გახდა.
აი რა არის ცნობილი პირველ თამაშზე: SimCity–ში მომხმარებელს მოუწევს «ააშენოს ოცნების ქალაქი, მართოს მისი ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, გააუმჯობესოს ვირტუალური ხალხის ყოველდღიური ცხოვრება და ებრძოლოს ბუნებრივ კატაკლიზმებს». მოკლედ, ვისაც გითამაშიათ Zynga–ს CityVille ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ხოლო რაც შეეხება «სიმპსონებს», ჯერჯერობით, ინფორმაცია «მკაცრად გასაიდუმლოებულია».
The Simpsons–ის რელიზი მიმდინარე წლის სექტემბერში შედგება, ხოლო SimCity–ით გართობას, Facebook-გეიმერები ზამთარის დასაწყისში შეძლებენ.
(ჯანდაბა, ვებ რეალობის რა სისულელეებზე მიწევს წერა…).
წყარო: Eurogamer

