გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MMORPG თამაშის, Guild Wars 2–ის თაყვანისმცემლებს თამაშით გართობა მიმდინარე წლის მიწურულს შეეძლებათ.
აქციონერებთან გამოსვლისას, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ჯაო ლიმ (Jaeho Lee) თამაშის დღევანდელ მდგომარეობაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა. NCsoft–ის შვილობილი ArenaNet უკვე ტესტავს პროექტის ალფა–ვერსიას და «ბეტას» გამოსაშვებად ემზადება. თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ასევე, რამდენიმე სიტყვა ითქვა თამაშის რელიზის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ბატონმა ლიმ მიანიშნა, რომ თამაში 2012 წელს გამოჩნდება.
Guild Wars 2–ში მოქმედება პირველი ნაწილის სიუჟეტიდან 250 წლის შემდეგ ვითარდება. ოკეანის სიღრმეში მიწა ირყევა, იღვიძებს ხუთი ძლევამოსილი დრაკონი, ტირიის სამყაროში სიკვდილი და ნგრევა ბუდობს… «თითოეულ რასას აქვს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობები და მხოლოდ მათი გამოყენებით არის შესაძლებელი დრაკონების დამარცხება», — აცხადებენ მწარმოებლები.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=9Hbv8WoBbC8
წყარო: Eurogamer

