Games

ხვალ Hunted: The Demon's Forge–ის რელიზი შედგება

ხვალ, 31 მაისს, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოჩნდება როლური თამაში Hunted: The Demon's Forge. ევროპული პრემიერა 2 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

პროექტი, რომელიც სტუდია inXile–ში შეიქმნა, PC-ზე, PlayStation 3–სა და Xbox 360–ზე გამოვა. შეგახსენებთმ, რომ inXile დაარსებულია ბრაიან ფარგოს მიერ, რომელიც ადრე Interplay–ში მუშაობდა და რომელსაც ეკუთვნის ისეთი კლასიკები, როგორებიც არის Fallout, თუ Bard's Tale. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ახალი თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. პროექტის გამოსვლაზე კი Bethesda Softworks–ზრუნავს.

თამაშში მონაწილეობს ორი მთავარი გმირი — მოისარი ილარა და მოფარიკავე კადდოკი. ჩვენ მოგვიწევს განადგურებულ სამყაროში მოგზაურობა: შავი ძალები რაღაცას გეგმავენ, მიწისქვეშეთიდან მოჩვენებები ამოდიან, იკარგება ხალხი... იმისთვის, რომ გავერკვეთ ამ ყველაფერში აუცილებელია კელა მურში გამგზავრება...

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=EtgYtxf8VrU

წყარო: Gamespot

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 30 მაისი, 2011 ·არქივის შესახებ