როგორც ჩანს, მიმდინარე წელს ჩვენ ვერ გავიგებთ, უცხო პლანეტელ რასებთან ბრძოლაში, გაიმარჯვებს თუ არა კაპიტანი შეპარდი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ექშენ–RPG თამაშის, Mass Effect 3–ის რელიზი ცოტა ხნით გადაიდო.

Facebook–ის გვერდზე სტუდია BioWare–ს დეველოპერებმა განაცხადეს, რომ თამაში «2012 წლის პირველ კვატალში გამოვა». შეგახსენებთ, რომ პროექტი 2011 წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო. პლატფორმები: PC, Xbox 360 და PS3. «ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ სერიებში Mass Effect 3 ყველაზე ხარისხიანი და საინტერესო თამაში გახდება», — ასე ახსნეს საკუთარი საქციელი მწარმოებლებმა.

თუმცა, სინამდვილეში საქმე სულ სხვანაირად არის. წლის ბოლოს რამდენიმე თავბრუდამხვევი პროექტი გამოდის, რომლებთანაც კონკურენცია BioWare–ს ძალიან გაუჭირდება. საკმარისია გავიხსენოთ, თუნდაც, ერთ–ერთი — Assassin’s Creed: Revelations.

Mass Effect 3 დაასრულებს ისტორიას კაპიტან შეპარდსა და მის ომებზე განვითარებულ კოსმოსურ რასებთან, რომელთა მიზანია მთელს გალაქტიკაში სიცოცხლის მოსპობა და ევოლუციის ნულიდან დაწყება…

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=qZGFjBmD41Q

წყარო: TheSixthAxis

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.