Microsoft — «ბრძოლას გადარჩენისათვის»

Microsoft ისევ აგრძელებს «ბრძოლას გადარჩენისათვის» და ამჯერად ის აპირებს კომპანია Google–ის შევიწროებას ჩინეთის საძიებო სისტემის ბაზარზე. ჩინეთის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია (Google Translate), რომ Microsoft ჩინეთის უდიდეს საძიებო სისტემა Baidu–სთან თანამშრომლობას გეგმავს, რომელიც Bing–ის სარეკლამო პარტნიორი გახდება, ხოლო თავად Bing ჩინელი მომხმარებლებისთვის ძიების შედეგების ინგლისურ ენაზე გაცემას უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Microsoft–მა Research in Motion–თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად Bing Blackberry–ის სმარტფონებში ძირითადი საძიებო სისტემა გახდება.
დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 15 მაისი, 2011 ·არქივის შესახებ
