Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო).

ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით  Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple.

თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც,  Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით?

გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, ფლორიდა, ა.შ.შ) სტივ ბალმერმა კომპანია RIM–თან თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. «ჩვენ აუცილებლად ჩავდებთ ინვესტიციას BlackBerry–ის პლატფორმებში. მის მოწყობილობებში გამოყენებულიქნება Bing–ის საძიებო სისტემა და კარტოგრაფიული სერვისი…» ბოლოს მან დაამატა: «მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი აღელვებული ჩვენს მომავალზე».

რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ფრაზა არ ეხებოდა მარტო მობილურ მოწყობილობებს. თუმცა, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია Microsoft–სთვის.

Microsoft–ის ბიზნესი და მოგება, ძირითადად, წარსულის დამსახურებებზე დგას და არა მომავლის პროექტებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ გასულ ფინანსურ კვარტალში, Office–ის წყალობით, დიდი ფინანსური მოგება ნახა, ხოლო Office Web Apps–ის განყოფილებამ კი კოლოსალური ზარალი განიცადა — $726 მლნ.

მომავალი — მობილური მოწყობილობები, სადაც Microsoft–ის გამოსვლას თითქმის არაფერი შეუცვლია. Windows Phone 7 ძალიან სუსტუ აღმოჩნდა, შესუსტდა ასევე მომხმარებელთა ინტერესი ამ OS-ის მიმართ.

Microsoft–ისა და Nokia–ს შეთანხმება — ეს არის Microsoft–ის თხოვნა დახმარებაზე. თუმცა Bing–ისა და Bing Maps–ის BlackBerry–მოწყობილობებში გამოყენება შესაძლოა შესანიშნავ პოტენციურ მოგებას ნიშნავდეს. ამას დამატებული ის შემოსავალი, რომელსაც Microsoft Nokia–ს სმარტფონებში Windows Phone 7–ის გამოყენებით მიიღებს.

მაგრამ, საკმარისია ეს ყველაფერი, სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე, Android–ისა და IOS–ის «დასაჩაგრავად»? ძალიან საეჭვოა. დღეისათვის (თუნდაც ახლო მომავალში) ფაქტია, რომ Nokia–სა და RIM–ის დევაისები რამდენიმე საფეხურით დაბლა დგანან Android–ის პლანშეტებთან და სმარტფონებთან, ასევე, iPhone–თან და IPAD–თან შედარებით.

რთული დასაჯერებელია, რომ Microsoft დაეწევა Google–ს ან Apple–ს. მაგრამ თუ Nokia და RIM შეძლებენ მის, თუნდაც, მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრებას, ესეც უკვე შეიძლება გამარჯვებად ჩაითვალოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.