
კომპანია მაიკროსოფტმა შეიძინა კომპანია Skype 8,5 მილიარდ დოლარად. ყველაზე დიდი გარიგებაა ბილ გეითსის კომპანიის 36-წლიან ისტორიაში. ამ თანხასთან მიმართებაში Skype-ის დავალიენება (544 $ მილიონი დოლარი) თითქმის უმნიშვნელოა. ჭორების თუ დავუჯერებთ, სხვა და სხვა პრეტენდენტები Cisco, Facebook, Google იგივე გარიგებაში თითქმის ორჯერ ნაკლებ თანხას იხდიდნენ.
რაში იხდის მაიკროსოფტი ამხელა თანხას? 170 მილიონ ჩვენნაის მომხმარებელში, რომლებიც ერთხელ მაინც თვეში ჩავრთავთ სკაიპს? სერვისს მოუწევს Xbox სათამაშო კონსოლთან დამეგობრება (Kinect სენსორით), საფოსტო პროგრამასთან Outlook, სმარტფონებთან Windows Phone 7 პლატფორმაზე. ყველა ამ პლატფორმას აქვს ვებ-ტელეფონიის მხარდაჭერა, უბრალოდ 170 მილიონიანი არმია მას უფრო სასარგებლოს გახდის. “Skype – ეს ზმნაა) – გადაჭრით თქვა Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა პრეს-კონფერენციაზე, რითაც ყველა კითხვას გასცა პასუხი.
კომპანიამ პირობა დადო რომ სერვისის გააგრძელებს ყველა დანარჩენი პლატფორმის მხარდაჭერას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეწყდება Linux და Mac ვერსიების დეველოპმენტი.
კომპანია Skype თავისი ყველა განყოფილებით გახდება მაიკროსოფტის სტრუქტურული ერთეული და მისი გენ-დირექტორი ტონი ბეითსს აწი ბალმერისთვის მოუწევს ანგარიშების ჩაბარება 🙂
ახლა კი უფრო საინტერესო ფაქტები საქმიანი და ისტორიული პერსპექტივიდან. გასულ წელს Skype-ის მომხმარებლებმა (სულ არის 663 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი) ისაუბრეს 207 მილიარდი წუთი (როგორც აუდიო ასევე ვიდეო). სკაიპით ჩაიწერა თოქ-შოუების უმრავლესობა – ეს ხომ უფასო კავშირია ორ კომპიუტერს შორის. საშუალოდ 8,8 მლნ მომხმარებელი 5%-ზე ცოტა მეტი კლიენტებიდან იხდის გადასახადს სკაიპის საშუალებით ჩვეულებრივი სატელეფონო ქსელში დარეკვისათვის. უმეტესად ეს არის ევროპის მოსახლეობაა სადაც სხვა ქვეყანაში დარეკვა საშინლად ძვირი ღირს.
ზუსტად იმან რამაც გახადა სკაიპი ასე ძალიან პოპულაური განაპირობა ის, რომ მისმა შემქმნელებმა (ნიკლას ზენსტრემმა და იანუს ფრისმა) თავის დროზე გადაწყვიტეს მისი გაყიდვა. რითი უნდა იშოვო ფული? ვებ-ტელეფონიასთან ორ წლიანი თამაშის შემდეგ მათ სერვისი კომპანია eBay-ს მიყიდეს $2,6 მლრდ. დოლარად. შემდეგშიც კი მისი კომერციალიზაცია წარუმატებლად მიმდინარეობდა, რამაც საბოლოოდ 2010 წლის ბოლოსკენ 7 მილიონიანი წაგება მოიტანა, როცა ამონაგები $860 მილიონის შეადგენდა.
შეძლებს თუ არა მაიკროსოფტი უკეთ მართოს ახალშეძენილი აქტივი? ჯერ-ჯერობით კორპორაციის არც ერთი ინტერნეტ ბიზნესი არ შეიძლება დასახელდეს წარმატებულად, თუნდაც Google-თან შედარებით. გასულ წელს რედმონდელებს ისე გაუჭირდათ, რომ თანახმა იყვნენ გადაეხადათ 47,5 მილიარდი Yahoo-ში. დღეს Yahoo ორჯერ უფრო იაფი ღირს.
