ინტერნეტში გამოჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია Droid 3-ის შესახებ, რომელიც, როგორც მოსალოდნელია მალე იქნება დააანონსებული კომპანია Motorola-ს მიერ.
აქამდე ცნობილი იყო, რომ სმარტფონი მიიღებდა 4-დიუმიან სესნორულ დისპლეის გარჩევადობით qHD (540×960 პიქსელი). ფორმაქტორი «გვერდული სლაიდერი»: მოწყობილობას, სავარაუდოდ ექნება მოძრავი QWERTY-კლავიატურა.
ამჟამად ცნობილი გახდა, რომ Droid 3-ის აპარატული პლატფორმა იქნება Texas Instruments-ის ორბირთვიანი პროცესორი OMAP4430 ტაქტური სიხშირით 1 გჰც, გარდა ამისა, კომუნიკატორს ექნება Imagination Technologies-ის გრაფიკული ბირთვი PowerVR SGX 540. ასევე ნახსენებია წინა კამერა ვიდეოზარებისთვის, ციფრული ინტერფეისი HDMI და MicroUSB პორტი.
პროგრამული პლატფორმის როლს შეასრულებს Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემა. სმარტფონის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი უცნობია.
გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

