ოპერატორმა Verizon Wireless-მა  დღეს დაიწყო კომპანია Motorola-ს ახალი «გუგლფონის» Droid X2-ის გაყიდვები.

აპარატი, დახურული მონობლოკური ტიპის კორპუსში, შესრულებულია  nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, რომლის შემადგენლობაში შედის ორბირთვიანი ARM-პროცესორი სიხშირით 1 გჰც. სენსორული დისპლეი დიაგონალით 4,3 დიუმი, აქვს qHD გარჩევადობა (540×960 წერტილი) და როგორც ამტკიცებენ, ძნელად იფხაჭნება.

სმარტფონს აქვს კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ორმაგი შუქდიოდური გაელვებით და ვიდეოს ჩაწრის ფუნქცია 720p ფორმატში . ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა არის 8 გბ; კომპლექტში შედის SD-ბარათი იგივე მოცულობით. ასევე ნახსენებია FM-ტუნერი, HDMI ინტერფეისი და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 540 მა/სთ.

კომუნიკატორი ფუნქციონირებს Android 2.2 (Froyo) ვერსიის მართვის ქვეშ, შემდეგ განახლებით 2.3 (Gingerbread)-მდე.  ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაშიVerizon Wireless ქსელში ფუნქციონირებისთვის, მოწყობილობის ყიდვა შესაძლებელი იქნება 200 დოლარად.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=FOwh2uagjbo

გამოყენებულია Motorola-ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.