ვებ-წყაროებზე დაყრდნობით კომპანია Research In Motion (RIM) არ დაკმაყოფილდება მხოლოდ პლანშეტური კომპიუტერის BlackBerry PlayBook-ის 7-დიუმიანი მოდელის გამოშვებით.
არაოფიციალური ინფორმაციით, RIM-ის გეგმებში შედის პლანშეტის დამზადება 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით. როგორც მოსალოდენლია ეს მოწყობილობა მიიღებს განახლებულ ოპერაციულ სისტემას BlackBerry Tablet OS-ს. მონაცემები სიახლის ტექნიკური მახასითებლების ჯერჯერობით უცნობია.
ასევე მოსალოდნელია, რომ ივნისში გამოჩნდება 7-დიუმიანი BlackBerry PlayBook-ის მოდიფიკაცია 4G-ის მხარდაჭერით.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ BlackBerry PlayBook-ის მოწყობილობები საკამოდ კარგი ტემპით იყიდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს RIM შეძლებს 3-დან 4 მილიონამდე პლანშეტის რეალიზებას.
გამოყენებულია Boy Genius Report-ის მასალები.

