კომპანია Samsung-მა კორეულ ბაზარზე დააანონსა ტელევიზორი D9500 Smart TV შუქდიოდური განათებით და მოცულობითი კონტენტის მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ სიახლე თავის კლასში არის ყველაზე დიდი, მისი ეკრანის დიაგონალი — 75 დიუმი, ან 190 სმ. დისპლეის განახლების სიხშირე — 240 ჰც; 3D-კონტენტის საყურებლად საჭიროა სპეციალური სათვალე.
ტელევიზორი აღჭურვილია Wi-Fi ადაპტერით, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომია ონლაინ სერვისები (პლატფორმა Smart Hub). Samsung Apps-ის გამოყნებით შესაძლებელია სხვადასხვა ვიჯეტების გადმოწერა და დაყენება.
Samsung-ის Smart-ტელევიზორებს ასევე გააჩნიათ AllShare ფუნქციის მხარდაჭერა, რომელიც DLNA-კავშირის საშუალებით იძლევა საკუთარი ქსელის შექმნის საშუალებას ყველა სხვა თავსებად მოწყობილობასთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომხამრებლები შეძლებენ ერთმანეთში გაცვალონ ფოტოსურათები, ვიდეოები და ა.შ.
კორეულ ბაზარზე D9500 Smart TV ღირებულება იქნება 17 600 დოლარი. როდის გამოჩნდება სიხალე სხვა ქვეყნებში ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.

