კომპანია Samsung T-Mobile-ის ოპერატორისთვის ამზადებს მძლავრ კომუნიკატორს Android 2.3 ვერსიის პლატფორმაზე.

სმარტფონ Hercules-ს ექნება «სისტემა ჩიპზე» Qualcomm APQ8060, რომელიც აერთიანებს ორ ბირთვს ARM არქიტექტურით, ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც და გრაფიკულ კონტროლერს Adreno 220-ს. პროცესორი უზრუნველყოფს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერას და გაშვებას 1080р ფორმატში სიჩქარით 30 კადრი წამში და ასევე 3D-გრაფიკის მხარდაჭერას.

Hercules სავარაუდოდ მიიღებს 4,5-დიუმიან სენსორულ Super AMOLED Plus დისპლეის გარჩევადობით 480×800 წერტილი, 1 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, ფლეშ-მეხსიერებას 16 გბ, MicroUSB პორტს და სლოტს MicroSD ბარათებისთვის. ნახსენებია ორი კამერა — მთავარი 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და 1080p ვიდეო მხარდაჭერით, ხოლო მეორე კამერა განკუთვნილი იქნება ვიდეოზარებისთვის.

სმარტფონს შეძლებეს მუშაობს HSDPA ქსელებში და ექნქბა NFC (Near Field Communication) ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

მოსალოდნელია, რომ სიახლის პრეზენტაცია შედგება მესამე ან მეოთხე კვარტლის დასასრულს.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.