კომპანია  Samsung-ი იწყებს მორიგი «ყველაფერი ერთში» კლასის სამაგიდო კომპიუტერის გაყიდვებს,  23-დიუმიანი დისპლეით.

მონობლოკი Smart One AF315, არის Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე, აღჭურვილია მეორე თაობის i5 სერიის Core პროცესორით  (ტაქტური სიხშირე – 2,7 გჰც). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა არის 4 გბ; მყარ დისკს შეუძლია შეინახოს 1 ტბ მოცულობის ინფორმაცია (7 200 ბრ/წთ). ოპტიკურ გადამყვანთან სამუშაოდ, გამოიყენება Blu-ray მიმღები.

დესკტოპს აქვს 3D-კონტნენტის მხარდაჭერა; სტერეოსკოპული გამოსახულების საყურებლად გამოიყენება სპეციალური სათვალე. ეკრანის გაფართოება არის 1920×1080 პიქსელი (Full HD); 2D და 3D რეჟიმებს შორის გადასართველად გამოიყენება სპეციალური ღილაკი.

კომპიუტერის არსენალში შედის: სატელევიზიო ტუნერი, ვებ-კამერა, 3D SRS Sound აუდიოსისტემა, გრაფიკული ამაჩქარებელი AMD Radeon HD6730M , Wi-Fi კონტროლერი, Bluetooth და USB 3.0 ინტერფეისი.

Smart One AF315 კომპლექტში შედის უკაბელო კლავიატურა და მაუსი; მოწყობილობის საორიენტაცია ფასი – 2 000 დოლარი.

გამოყენებულია Samsung-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.