იაპონური ფიჭური ოპერატორი KDDI, უახლოეს მომავალში დაიწყებს სმარტფონის SharpAquos IS11SH-ის გაყიდვებს, რომელიც არის Android 2.3 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. სიახლე უფრო მეტად განკუთვნილია ქალბატონებისთვის.

სიახლის აპარატული პლატფორმა — Qualcomm Snapdragon-ის MSM8655 1,4-გიგაჰერციანი პროცესორით. კომუნიკატორი შესრულებულია «სლაიდერის» ფორმფაქტორზე და აღჭურვილია მოძრავი კლავიატურით.

სენოსრული დისპლეის დიაგონალი არის 3,7 დიუმი, ხოლო გარჩევადობა 540×960 პიქსელი. სიახლის არსენალში შედის: კამერა 8,5-მეგაპიქსელიანი მატრიცით, TV-ტუნერი, ინფრაწითელი პორტი, Bluetooth და Wi-Fi ადაპტერები. სმარტფონს გააჩნია «ელექტრონული საფულის» ფუნქციონალი.

KDDI Aquos IS11SH-ს წარმოადგენს სხვადასხვა ფერის კორპუსში, მათ შორის ვარდისფერში და ლურჯში. ღირებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=giJ6E15EpNc

გამოყენებულია DigInfo TV-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.