Apple–მა შესაძლოა Nokia–ს გაასწროს (Wu Kaixiang / Xinhua Press / Corbis–ის ფოტო).
კომპანია International Data Corporation–მა (IDC) სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლების, პირველი კვარტლის, საბაზრო წილები შეაფასა.
იანვრიდან მარტის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა OS-ის, 99,6 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 80%–ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა 55,4 მლნ ერთეულს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ Nokia ჯერჯერობით სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებლად ისევ რჩება, ამ კომპანიის წილი, ერთი წლის განმავლობაში 33,8%–დან 24,3%–მდე შემცირდა. პირველ კვარტალში, ფინურმა ვენდორმა, 24,2 «ჭკვიანი ტელეფონის» რეალიზება მოახერხა.
Nokia–ს სულ უფრო და უფრო უახლოვდება მეორე ადგილზე მყოფი Apple, რომელმაც გასულ კვარტალში 18,7–მლნ, სხვადასხვა მოდელის iPhone გაყიდა. დღეისათვის, სტივ ჯობსის კომპანიის წილი 18,7%–ს შეადგენს.
13,9 მლნ გაყიდული სმარტფონითა და ბაზრის 14,0%–ით, სამეულს კანადური კომპანია Research In Motion (RIM) ხურავს. ერთი წლით ადრე ეს კომპანია ბაზრის 19,1%–ს აკონტროლებდა.
ერთი წლის განმავლობაში Samsung–ის წილი 4,3–დან 10,8%–მდე გაიზარდა: სამი თვის განმავლობაში კომპანია ბაზარს 10,8 მლნ კომუნიკატორი მიაწოდა და დღეისათვის რეიტინგში მეოთხე ადგილზე იმყოფება.
HTC — მეხუთე: კომპანიამ 8,9 მლნ სმარტფონის რეალიზება მოახერხა და ბაზრის 8,9% დაიკავა.
სხვა დანარჩენი მწარმოებელი, ერთად, კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის 23,2%–ს იკავებს.
წყარო: BusinessWire


au magrad gtxovt es statia dadet qartulad magri sianteresoa shemdegi taobis xbox-ze daiwera ragac
http://www.develop-online.net/news/37618/Develop-source-New-Xbox-console-on-desks-at-EA
NEMO
au magrad gtxovt es statia dadet qartulad magri sianteresoa shemdegi taobis xbox-ze daiwera ragac
http://www.develop-online.net/news/37618/Develop-source-New-Xbox-console-on-desks-at-EA
ამ ნიუსში კონკრეტული არაფერია შემდეგი xbox–ის შესახებ.