კომპანია Sony Ericsson-მა დააანონსა Xperia-ს სერიის ორი ახალი კომუნიკატორი Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

აპარატები Xperia mini და mini pro აღჭურვილია Qualcomm Snapdragon-ის პროცესორით — ტაქტური სიხშირე  1 გჰც. 3-დიუმიანი სენსორული დისპლეი დამზადებულია მოცულობითი ტექნოლოგიით, მისი გარჩევადობა შეადგენს 320×480 პიქსელს.

სმარტფონებს გააჩნიათ 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფიკუსით, შუქდიოდური გაელვებითა და მაღალი გარჩვადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით — 720р ფორმატი; 320 მბ ჩაშენებული მეხსიერება, MicroSD სლოტი, Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS მიმღები, FM-ტუნერი, USB-პორტი და ასევე 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენისთვის.

mini pro-ს ასევე აქვს 0,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა.

სიახლეები განკუთვნილია GSM/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და UMTS/HSPA 900/2100 ან 850/1900/2100 მჰც ქსელებში სამუშაოდ. ავტომატური მუშაობის დრო შეადგენს 4,5–5,5 საათს.

აპარატი Xperia mini-ს ზომები — 88×52×16 მმ და წონა — 94 გ, ხოლო Xperia mini pro-ს ზომები — 92×53×18 მმ, წონა — 136 გ.

სმარტფონები გაყიდვაში გამოჩნდება აგვისტოში; ხოლო მათი ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.