პირველი კერძო აპარატი რომელიც  განკუთვნილია სუბორბიტალური სივრცისათვის, წარმატებით დაატესტირა ფრთების მდგომარეობის ცვლილებები, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ატმოსფეროში შემოსვლა.

Virgin Galactic-ის დამფუძნებელი სერ რიჩარდ ბრენსინი კმაყოფილია ხომალდ SpaceShipTwo (SS2)-ის სრულყოფილი ფრენებისათვის მოსამზადებელი პერიოდით: სიმაღლის დაკლება აპარატს უკვე შეუძლია. ამისათვის ის წევს კუდის მხარეს 65 გრადუსით.

ასეთი კონფიგურაცია მას აძლევს თითქმის ვერტიკალურად დაშვების საშუალებას, და ამასთანავე ინარჩუნებს დაბალ სისწრაფეს (დაახლოებით 280 კმ/სთ — თითქმის 100-ჯერ ნაკლები, ვიდრე სხვა კოსმოსურ ხომალდებს) კორპუსის გახურების თავიდან აცილებით გამო.

გუშინ, 4 მაისს ხომალდი ცდებისას გამოეყო თვითმფრინავ WhiteKnightTwo-ს 15,7 კმ-ზე და 75 წამის დაშვების შემდეგ გადავიდა დაგეგმილი დაშვების რეჟიმში და წარმატებით დაეშვა მაჰოავეს აეროპორტში (კალიფორნია, ა.შ.შ). SS2 თვითმფრინავიდან მოშორების შემდეგ მის დაჯდომამდე გავიდა 11 წუთი. წტურვალთან იყვნენ პილოტები პიტ სიბოლდი და კლინტ ნიკოლსი.

აპარატის პირველი ფრენა, რომელიც შექმნა კომპანია Scaled Composites-მა ჩატარდა წინა წლის მარტში. SS2-ს ბორტზე შეუძლია აიყვანოს ექვსი კოსმოსური ტურისტი და მათთან ერთად ავიდეს დაახლოებით 110-160 კმ სიმაღლეზე. მაქსიმალური სისწრაფე, რომელსაც იგი ავითარების ჰიბრიდული ძრავის მეშვეობით, შეადგენს 4 200 კმ/სთ-ს.

თუმცა ბილეთი ფასი ძალიან დაბალია (მათი საწყისი ფასი შეადგენს 200 ათას დოლარს.), Virgin Galactic-მა უკვე მიიღო 400-ზე მეტი პირველადი შეკვეტა კერძო პირებისაგან და სამხრეთ დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტიდან, რომელსაც როგორც ჩანს, შესანიშნავი დაფინანსება აქვს.

გამოყენებულია Wired-ის მასალები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.