Uncharted 3: Drake’s Deception–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი მულტიფლეერული ბეტა–ვერსია ივნისის ბოლოს გამოვა.

გამომცემლობა Sony Computer Entertainment აზუსტებს: PS Plus–ის ფასიანი აბონენტები და ასევე ისინი, რომლებმაც შეიძინეს InFamous 2 «ბეტას» 28 ივნისიდან მიიღებენ. დანარჩენებს კი თამაშით გართობა 4 ივლისიდან შეეძლებათ. ტესტირება 13 ივლისამდე გაგრძელდება.

ქსელური ბრძოლებისთვის გამოჩნდება ორი რუკა, ასევე მოსალოდნელია ათი სათამაშო რეჟიმი, რამდენიმე პერსონაჟი და იარაღების კომპლექტი. გმირის განვითარება შესაძლებელია 25–ე დონემდე.

სტუდია Naughty Dog–ის მიერ დამუშავებული თამაში მხოლოდ PlayStation 3–ზე გამოვა. ა.შ.შ–სა და კანადაში პროექტი 1 ნოემბერს გამოჩნდება, ხოლო ევროპაში — 4 ნოემბერს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=DHHcM6aHPnE

წყარო: VG247

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.