Kate Mitchell / Corbis–ის ფოტო.

კომპანია IDC–იმ მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების, 2011 წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა.

«ჭკვიან ტელეფონებზე» მოთხოვნების ზრდის ფონზე, ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20%–ით გაიზარდა. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში 310,5 მლნ «ყურმილი» გაიყიდა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 371,8 მლნ ერთეულს გადააჭარბა.

ფინური Nokia ისევ უმსხვილეს მწარმოებლად რჩება, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მისი საბაზრო წილი 34,7–დან 29,2%–მდე შემცირდა. სამი თვის განმავლობაში Nokia–მ 108,5 მლნ აპარატის რეალიზება მოახერხა.

მეორე და მესამე ადგილზე — სამხრეთ–კორეული მწარმოებლები Samsung და LG Electronics, შესაბამისად 18,8 და 6,6%. მთელი კვარტლის განმავლობაში ამ კომპანიებმა 70,0 და 24,5 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი გაყიდეს.

Apple, რომელიც ბაზრის 5,0%–ს იკავებს, რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. კომუნიკატორ iPhone–ის კვარტალური გაყიდვები 114,9%–ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — 18,7 მლნ ერთეული.

15,1 მლნ გაყიდული «ყურმილითა» და ბაზრის 4,1%–ით, ხუთეულს ჩინური ZTE ხურავს.

სხვა დანარჩენმა კომპანიამ, საერთო ჯამში, 135 მლნ ფიჭური აპარატი გაყიდა, რაც ბაზრის 36,3%–ს შეესაბამება.

წყარო: IDC

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.