იაპონურმა ოპერატორმა შეავსო თავისი ფიჭური აპარატების «ასორტიმენტი» სმარტფონით Xperia acro SO-02C, რომელიც დაფუძნებულია Xperia arc-ის ბაზაზე.
სიახლემ მიიღო Xperia arc-ის ყველა მთავარი მახასიათებლები: Qualcomm Snapdragon-ის გიგაჰერციანი პროცესორი MSM8255 გრაფიკული ამაჩქარებლით Adreno 205, 4,2-დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×854 FWVGA) და 8,1-მეგაპიქსელიანი კამერა CMOS-მატრიცით Sony Exmor, შუქდიოდური გაელვებით, გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემით და HD-ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 720p ფორმატში.
Xperia acro SO-02C-იმ, ასევე მიიღო რამოდენიმე დამატებითი ფუნქცია. აპარატს გააჩნია TV-ტუნერი 1Seg-ის სტანდარტის ციფრული ტელევზიის მხარდაჭერით და ინფრაწითელი პორტი. გარადა ამისა, მას აქვს «ელექტრონული საფულე».
სმარტფონი აღჭურვილია Bluetooth და Wi-Fi ადაპტერებით, GPS-მიმღებით, FM-რადიოთი და 3,5-მილიმეტრიანი ბუდით ყურსასმენისთვის. აპარატოს ზომები — 127×62×11,5 მმ, წონა— 135 გ.
Xperia acro SO-02 ფუნქციონირებს Android 2.3 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ; სიახლის გაყიდვები დაიწყება ივნისში ან ივლისში.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=ddGFENWoYQw
გამოყენებულია NTT DoCoMo-ს მასალები.

