უახლოეს რამდენიმე თვეში, უნდა დაიწყოს მოწყობილობის სახელად Hoverbike-ის ტესტირება. ეს ჰოვერბაიკი მოგვაგონებს მოტოციკლს, რომელსაც საბურავების ნაცვლად, ორი ჰორიზონტალურად განლაგებული პროპელერი აქვს.

Hoverbike-ს აქვს ორი პროპელერი; მათი ბუდე მიერთებულია ძირითად კორპუსთან, რომელზეც განთავსებულია პილოტის სკამი, საჭე და მართვის ბერკეტები.

Hoverbike-ის ისტორია, დაიწყო, როდესაც ინსტრუქტორმა, რომელიც ავსტრალიელ ინჟინერ კრის მელოის ასწავლიდა პილოტირებას, მსუბუქ ვერტმფრენ Robinson R22-ს უწოდა “საჰაერო მოტოციკლი. სწორედ მაშინ, როგორც “იუწყება ლეგენდა” მელოის გაუჩნდა იდეა, რომ შეექმნა აპარატი, რომლისთვისაც ეს დასახელება “ზედ გამოჭრილი” იქნებოდა.

ორ წელიწად ნახევრიანი, დაუღალავი შრომის შემდეგ, გამოჩნდა უჩვეულო სატრანსპორტო საშუალება, რომლის სიგრძეც 3მ-ია, ხოლო დიამეტრი 1,3 მ ხოლო წონა მთლიანობაში 105 კგ. შედარებით მცირე მასა განპირობებულია ნახშირბადისა და ქაფოვანი მასალების გამოყენებით. გამომგონებლის გათვლებით, ამ მოწყობილობას შეეძლება მაქსიმუმ 3კმ-მდე სიმაღლეზე ფრენა 278 კმ/სთ სიჩქარით მაქსიმუმ. 30 ლიტრიანი საწვავის ავზი მათივე გამოთვლებით ეყოფა 148 კილომეტრზე 148 კმ/სთ სიჩქარის შემთხვევაში.

ოთხტაქტიანი ძრავი, მოცულობით 1 170 კუბ. სმ და 60 კვტ სიმძლავრე პროპელერებს ატრიალებს საპირისპირო მიმართულებებით: ეს საჭიროა იმისათვის, რომ ისინი ახშობდნენ ერთმანეთის მიმართ რეაქტიული ბრუნვის მომენტს (ამ ეფექტის მოქმედებით, ვერტმფრენის კორპუსი ახერხებს გვერდზე მობრუნებას, რომელიც ბრუნვის საწინააღმდეგოა). იმ შემთხვევაში თუ ფრენისას პროპელერები გაფუჭდება გაიხსენბა პარაშუტები. თუმცა პროექტის ავტორს, ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ სად განთავსდება პარაშუტები, კორპუსზე თუ პილოტის ჩანთაში.

Hoverbike იმართება თითქმის ისევე როგორც მოტოციკლი: მიმართულების შეცვლა ხდება სასურველ მხარეს გადახრით (სხეულის და თვითონ საჭის); ერთ-ერთი ბერკეტს მოტოციკლი აჰყავს ზემოთ, ხოლო მეორე უზრუნველყოფს მის დაშვებას.

რა სიტუაციაა დღეისათვის: Hoverbike-მა გაიარა ტესტირებების სერია, მიწაზე და ასევე უკვე შეძლო მიწის წედაპირიდან აფრენაც, მაგრამ ამჯერად ის ტროსებით იყო დამაგრებული. შემოდგომისათვის უნდა შედგეს პირველი გაფრენა და ინვესტორების მხრიდან საკმარისი დაინტერესების შემთხვევაში შესაძლოა სერიული წარმოებაც დაიწყოს, ანუ უკვე ერთ წელიწადში, როგორც ამას მელოი ვარაუდობს. მოტოციკლის საწყისი ღირებულება დაახლოებით 40 ათას დოლარს შეადგენს.

გამოყენებულია Gizmag-ის მასალები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.