Google–ის გენერალური დირექტორი, ლარი პეიჯი (რეიტერის ფოტო).

კომპანია Google–მა  Gmail–ის სერვისში დარეგისტრირებულ პირთა ექაუნთების გატეხვის მრავალჯერადი არასანქცირებული მცდელობა დააფიქსირა.

როგორც იუწყებიან, უცნობი თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ფიშინგის მეთოდის გამოყენებით, გებულობდნენ Gmail–ის პაროლებს. დაზარალდა ასობით ადამიანი, მათ შორის: ამერიკელი ჩინოვნიკები, ჩინეთის პოლიტიკური ლიდერები, სამხედრო პირები და ჟურნალისტები.

Google–ში მიაჩნიათ, რომ ჰაკერების მიზანი Gmail–ის მომხმარებელთ მიმოწერის მონიტორინგი იყო, ხოლო თავდასხმა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკიდან განხორციელდა. კომპანიამ უკვე მიიღო თავდაცვის შესაბამისი ზომები, აცნობა დაზარალებულებს გატეხვის შესახებ და მიმართა ამერიკის ხელისუფლებას.

რა თქმა უნდა, ჩინელები ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება «წინააღმდეგია ქველანაირი მოქმედების, რაც საფრთხეს უქმნის ინტერნეტ–უსაფრთხოებას, ჰაკერების საქმიანობის ჩათვლით».

დაპირისპირება Google–სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, გასული წლის დასაწყისში დაიწყო, როცა ინტერნეტ–გიგანტი კარგად დაგეგმილი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. კომპანიამ თავდასხმაში ჩინეთი დაადანაშაულა, თუმცა ოფიციალური პეკინი მომხდარში ბრალს დღემდე არ აღიარებს.

წყარო: Associated Press

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.