Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო).
დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა შემდეგ საქმე გადასახედად მეორედ გაიგზავნა.
როგორც იუწყებიან, საბოლოო პასუხი 30 ივნისს იქნება ცნობილი. თუ განსასჯელები დამნაშავედ სცნეს, Kodak–მა შესაძლოა $1 მლრდ–ის ფულადი კომპენსაცია მიიღოს.
სხვათა შორის, გასულ წელს Kodak–მა უკვე მოიგო ანალოგიური დავა ჩრდილო–კერეულ კომპანიებთან, Samsung–თან და LG Electronics–თან, რომლებიც შესაბამისად $550 და $414 მლნ–ის გადახდას დათანხმდნენ.
წყარო: Associated Press