ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Dell ამზადებს პლანშეტს 7-დიუმიანი დისპლეით. მოწყობილობა შესრულებული იქნება «სლაიდერის» ფორმფაქტორზე და მიიღებს მოძრავ QWERTY-კლავიატურას.

გარდა ამისა, ნახსენებია ორი ჩაშენებული კამერა: წინა და უკანა პანელზე, ხოლო მათი გარჩევადობის შესახებ ინფორმაცია არ სახელდება.

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ პლანშეტის აღჭურვილობაში შევა: ორბირთვიანი პროცესორი და უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი, ხოლო ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 512 მბ ან 1 გბ. პროგრამული პლატფორმა — Android.

ასევე არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის ბაზარზე შედგება 10-დიუმიანი პლანშეტის Dell Streak Pro-ს დებიუტი. კომპიუტერი შესრულებულია nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე ორბირთვიანი ARM-პროცესორით, ტაქტური სიხშირე 1 გჰც. მოწყობილობის არსენალში ასევე შედის: 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მეხსიერება 16, 32 ან 64 გბ, ორი კამერა 2- და 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით და ასევე Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1. მოდულები. პლანშეტის ზომები — 261×176,4×12,9 მმ, წონა — 720გ.

Dell Streak Pro-ს გაყიდვები დაიწყება «ზაფხულის ბოლომდე».

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.