სტუდია Lionhead Studios Fable–ს ახალ ნაწილზე, The Journey–ზე მუშაობს.
ჯერ კიდევ Fable 3–ში დეველოპერებს სურდათ დაემატებინათ Kinect–ის მხარდაჭერა, თუმცა მაშინ ამისტვის დრო ვერ გამოინახა, ხოლო თავად მოწყობილობა თამაშის რელიზიდან ერთი თვის შემდეგ გამოვიდა. მეოთხე ნაწილში ეს დანაკარგი ანაზღაურებულია. უფრო მეტიც, The Journey მხოლოდ ზემოთ ხსენებული კონტროლერისთვის გამოვა.
თამაშის რელიზზე გამომცემლობა Microsoft Game Studios ზრუნავს.
ჩვენ გველოდება ექსკურსია ალბიონის სამყაროში და ბოროტების მორიგი ულუფა, რომელიც სამყაროს განადგურებით ემუქრება. ტერეზე, სერიის გმირი, დაჭრილია. «მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და საშველად გმირების გამოძახება, მდგომარეობა ისე გართულდა, რომ არჩევანი თქვენზა, აბსოლიტურად უბრალო ადამიანზე შეჩერდა».
მაგრამ რაც მთავარია — მართვის უნიკალური სქემა, რომელიც Kinect–თან ურთიერთქმედებისთვის არის გათვლილი. სათამაშო ობიექტების კონტროლი, ბრძოლა შიშველი ხელებითა და იარაღის გამოყენებით, მაგიის გამოყენება — ამ ყველაფრის გაკეთებას ჩვენ ცალი ხელით შევძლებთ, რომლის ყველა მოქმედებას გაიმეორებს Microsoft-ის მანიპულატორი.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://youtu.be/Iq1hYDnXxO0
წყარო: Joystiq

